logo
ENG



რუსთაველზე სირცხვილია აქციას მართავს [LIVE]

14 ნოე 202119:41
3 წუთის საკითხავი
 
რუსთაველზე სირცხვილია აქციას მართავს [LIVE]
ვახო ქარელი/ფორმულა

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილია აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.

სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.


close დახურვა